.......................................
I can't say anything...
და მაინც, შენ უნდა გადადგა ნაბიჯი, არა აქვს მნიშვნელობა ეს ნაბიჯი წინ იქნება თუ უკან, უბრალოდ გააკეთე სვლა.
შენ უნდა დაივიწყო ახალი და დაუბრუნდე ძველს, შენ უნდა განუდგე მეგობრებს, შენ უნდა გაექცე მორევს სადაც ყველა ერთად იხარშება, შენ უნდა ისუნთქო მაშინაც როდესაც ჰაერს გიხშობენ,
გაიხსენო დაკარგული ძველი ისტორიები, შენზე და შენ მტრად ქცეულ მეგობრებზე,
გაცურო ჭაობში, სადაც ნახავ შენი ახლობლების გახრწნილ სხეულებს,
გაქეცე შენს თავში დაბუდებულ ავსულებს, რომლებიც გიშხამავენ შენს ისედაც შხამიან გონებას,
გასცდე ნაპირებს შემოტრიალდე და დააკვირდე ცხოვრებით დაუკმაყოფილებელ შენს თანამოძმეებს და გაგეღიმოს ისე როგორც ბოლოჯერ ეღიმებათ...
და მაინც შენ უნდა დააპირო თხრა შენი საფლავის,
და მაინც შენ უნდა დაიწყო სვლა შენი სამარისკენ.
იცვლება და ხდება აგრესიული: შენი ცხოვრების, ოჯახის წევრების, მეგობარი ბიჭის, მეგობრების და აბსოლიტურად ყველა სულიერის მიმართ....
ჩემი კვდომა დიდი ხნის წინ დაიწყო, მაშინ როდესაც ვერ ვაანალიზებდი, რას ნიშნავდა სულიერი განდგომა ხორცისგან. და ხორცისა და სულის განცალკევება, (პრინციპში ეს ერთიდაიგივე რამაა) სულის ამაღლება და ხორცის ხრწნა... ნელნელა ვყროლდები და სულის ამაღლებას კი ვერ ვგრძნობ...... ფესვიანად ამომგლიჯეს და ხრიოკ მიწაზე დამაგდეს სადაც წვეთ წყალს ვერ ვიპოვი... სულიერების განცდის სურვილი მძლევს და ვერ ვწვდები... აქაც მარტო ვარ, ჩემი სიმარტოვე მხოლოდ ჩემი შინაგანი თავდაცვითი გრძნობაა, რომელიც საკვებს მაძლევს იმისთვის რომ ვიცხოვრო ისე როგორც მკვდები ცხოვრობენ.
ხანდახან, როცა ვნება მომეძალება, მარტოსულ ორგიებს ვაწყობ, გრძნობათა ორგიებს, რომლებიც ერთმანეთში იზილება, აქ სიძულვილი შედის სიყვარულის საშოში, აქ ემოცია ჟიმავს მელანქოლიას, აქ ყველა ერთად ძოვს, აქ ნირვანაა...
იქნებ და ის ვაშლი სულაც არ იყო ვაშლი...
ისიკავა ტაკუბოკუ
თარგმანი: კონსტანტინე ლორთქიფანიძე
* * *
მოწმენდილია ცა შემოდგომის,
ირგვლივ არა სჩანს ღრუბლის ნაფლეთიც.
გიყურებ,
როგრო მარტო ხარ, ცაო!
ყორანმა მაინც გადაიფრინოს.
* * *
ქარს მოაქვს სოკოს
და ფუტურო
ხის სურნელება.
ვგრძნობ – შემოდგომა
დაგვემშვიდობა.
* * *
შიმშილი მკლავდა.
კუდის ქიცინით
მომიახლოვდა მშიერი ძაღლი,
თავი ასწია და შემომხედა...
მაშინვე ცოტა ვიგრძენი შვება.
* * *
ვიჯექ ოთახში მარტო,
ბნელოდა.
უეცრად ვხედავ _
ჯოხს დაბჯენილი
კედლიდან ჩუმად გამოდის დედა.
* * *
თვალები მტკივა,
გავიკეთე შავი სათვალე...
მაშინ დავიწყე, მეგობარო,
ჩუმი ტირილი,
რომ კაცმა ცრემლი ვერ დამინახოს.
* * *
მეგობარს გული გადავუშალე...
და მომეჩვენა:
ამ საუბარში
რაღაც დავკარგე და გავღარიბდი...
მყისვე დავტოვე მისი ოთახი...
* * *
ღამის ბურუსში,
სადაც ტალღები
ეხეთქებოდნენ
მდინარის ნაპირს,
იდგა ქალი და პაპიროსს სწევდა.
* * *
დღეს გაიტანეს აივანზე
ჩემი საწოლი...
ო, მწუხრის ცაო,
ჩვენ ხომ ისევ
შევხვდით ერთმანეთს!
მომბეზრდა ეს სოციალური ქსელები, ინტერნეტით ურთიერთობა და სიყვარულობანას თამაში... ადამიანები დაიმონა XXI-ე საუკუნის მიღწევებმა, ჩვეულებრივ თბილისის ახალგაზრდობის 75%-ი მეტი თუ არა ბუნებრივი მოთხოვნილებების შემდეგ კომპიუტერის მონიტორთან სხედან და Facebook-ის საშუალებით გაჰყავთ დრო. დრო რომელიც წამი-წამზე გაბერებს და შენ სახეზე ტოვებს ასაკის კვალს.
რამოდენიმე დღის წინ მეგობარმა თავის სახლში ნაპოვნი ძველი, შავ-თეთრი გამჟღავნებული ფირები მაჩვენა. დაახლოებით 80-90 იანი წლებია ალბათ ასახული თუ ქალების თმის ვარცხნილობიდან ვიმჯელებთ. ფირს ვათვალიერებდი და თვალები შუბლზე ამდიოდა, ალბათ ეს ქალები უკვე დედები და შეიძლება ბებიებიც კი იყვნენ, არადა ისეთი ნუდისტური ფოტოები ვიხილე ერთობ აღვფრთოვანდი, ორგიაც ამას ქვია ორი ქალი და სამიც კაცი, შიშველი სხეულების ნამდვილი დღესასწაული იყო, მეცინება, ერთი მომენტი ვიფიქრე და ვთხოვე ჩემს მეგობარს ეს ფირები დავბეჭდოთ მეთქი, სამწუხაროდ ცივი უარი მივიღე, რას ვიზამთ ფირები ჩემს ხელში არ არის. მერე წარმოვიდგინე ალბათ კარგი ფოტოსესია გამოვიდოდა იგივე ხალხის ნუდისტური ფოტოები ზუსტად იმ პოზებში რა პოზებშიც ფოტოებშიც არიან, უბრალოდ ეხლანდელი დაბერებული სხეულებით თქო. მაშინ ცხადად გამოჩნდებოდა დროის დაღები ადამიანის ფიგურებზე. მარტოსული ადამიანების დაბერებული შიშველი სხეულები, შესაძლოა იმ ფოტოსესიას ცოტათი მაინც გაეხალისებინათ ”დაშლილი ძვლები”...
ადამიანი ყველაზე მეტად ალბათ მარტოობას და დროს გაურბის, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ დროს ვერ შველის, მარტოობას კი სხვებთან ურთიერთობით ჩქმალავს. ვერასდროს ვერ ვგრძნობ თავისუფლად თავს ხალხმრავლობაში. თუ გიფიქრიათ, როდესაც მარტოსული ხართ, რომ ბევრად უფრო საღად აზროვნებთ და ბევრად უფრო კარგად შეიგრძნობთ სიცარიელეს, რომელიც თითოეული ადამიანის შიგნითაა, ისეთ გრძნობა გეუფლებათ თითქოს არ არსებობთ და იჩეხებით თქვენივე სიცარიელის უფსკრულში. ყველაზე მეტად ის მაშინებს, შიგნით ჩახედვისას, რომ იქაც ვერავის ვერ ვხედავ და ხვდები რომ საერთოდ არავინ არ ხარ...
ჩემი ფერადი ფრჩხილები ნელნელა ყვითლდება, თვალის გუგების სიყვითლე ისედაც ყველამ იცოდა, ფრჩხილების დამალვა კი ფრჩხილის ლაქით ყოველთვის შემიძლია.
მე ვლპები.
ბოლო ხუთი დღეა საღამოობით საშინელი თავის ტკივილები დამეწყო, გუშინ ღამე თავის ქალიდან ფეთქვა მესმოდა. მეგონა ანევრიზმა დამემართებოდა, ისე რომ ვერავინ ვერ გაიგებდა და დილით მკვდარს მიპოვიდნენ, უკვე გაციებულს ჩემს ლოგინში.
ყველაფერი რაც ადრე იყო საკუთარი თავის ძიების პროცესში, დაირღვა, მცირე ნაწილაკებად დაიშალა და აღმოცენდა ქაოსი, რომელშიც სრული წყვდიადია.
მე თვითონ ვერ გავრკვეულვარ რა მინდა, ნუთუ ყოველდღე უნდა ვიარო სამსახურში ვწერო პრესის მიმოხილვა და გადავიღო ისეთი ფოტოები, რომელიც გულს მირევს...
ისიც კი არ ვიცი რა არის ჩემში მიწიერი და რა არამიწიერი, რა მამოძრავებს ქვესკნელისკენ, რა სურს ჩემს წარმოსახვით გონს.
ჩემი ღრმა რწმენა ჩემი სხეულის ბოლო, უკანა კედელზეა მილურსმნული, წინ კი უზარმაზარი გულის ლოდი ადევს დასახშობად.
დაკვირვებიხართ, როდესაც წყალი ორთქლად იქცევა, მთლიანად იცვლება მისი თვისება? სანამ ის წყალია, ის მიედინება ქვევით, დინება მისი ბუნებაა ( მიწიური), მაგრამ როდესაც 100 გრადუსს ტემერატურაზე ორთქლად იქცევა, მისი ბუნება იცვლება, ზევით მიდის, გაცხელების წყალობით იცვლება ყველა განზომილება.
მე ვიწვი ვიწვი შინაგანად და არ მინდა ზევით...
სათაური უკვე ვიცოდი რა უნდა ყოფილიყო, უბრალოდ ამისთვის გამბედაობა არ მეყო...
უკვე ექვს თვეზე მეტია ყოველ დილა სარკეში ჩემ ჩაყვითლებულ თვალებს ვუყურებ და უკვე 2 წელია ექიმთან მისასვლელად ვერ მოვიცალე...გუგების გვერდით ყვითელი წერტილები ჩემი დამახასიათებელი ნიშანი გახდა, თანაც ჩემს ჭორფლებს კარგად ერწყმის, სინამდვილეში კი ეს სიყვითლე არა ბოტკინიდან, როგორც ბევრს გონია, არამედ ჩემი ღვიძლის და ნაღვლის ბუშტის ამოძახილია, რომელიც ჩემი სახის ყველაზე მჭმუნვარე ნაწილში გამოისახა...
გუშინ გზის იქითა მხარეს დავინახე ჩემი ყოფილი ლექტორი თავის ახალ გოგოსთან ერთად, ისეთი გახეული მთვრალი იყო ვერც კი მიცნო თავიდან, თვალებდაჭყეტილი მიყურებდა, მერე ხელი დამიქნია და მიზნის განსახორციელებლად ალბათ რომელიმე სადარბაზოსკენ შეუხვია თავის მეგობარ გოგონასთან ერთად...
ჩემ საწყობ ოთახში ისევ მარტო ვარ და მაგიდაზე ისეთუ უწესრიგობაა დამლაგებლებს შემოხედვაც კი ზარავთ... ექვსის ნახევარია ნახევარი საათიც და აქედან უკანმოუხედავად გავარდები, დღეს სოფო უნდა ვნახო :)
დილაობით უკვე მივეჩვიე 8 საათზე ლოგინიდან ახტომას, სკოლის მოსწავლესავით ფართხა-ფურთხით ჩაცმას ისე რომ საუზმეს ვერასდროს ვერ ვასწრებ და გარეთ გავარდნას.
ავდივარ ახალგზაზე ვჯდები 4 ნომერ სამარშუტო ტაქსში, უკეთეს შემთხვევაში 105 ავტობუსსში და უფასოდ მივდივარ ვერაზე. პეტრიაშვილის კუთხეში ჩამოვდივარ, ( სადაც ჩემი ნათლული ცხოვობს) ჩავრბივარ დაღმართს ფეხით, ვჭრი მელიქიშვილს და ყოფილ გირჩასთან გიგა და თეა მხვდებიან, ( ეხლა თეა უხელფასო შვებულებაშია) ასე რომ, მარტო გიგა. ვსხდებით მანქანაში და აღმაშენებლის 13-ე ხეივნისკენ 150კმ/სიჩქარით მივფრინავთ, გზად დიღომში იას ვისვამთ და ორ წუთში სამსახურის შესასვლელთან საშვებ მომარაგებული პიონერი ბავშვებივით ვდგავართ, დაცვას ვესალმებით და ყველა თავის ოთახში შედის ( ვერ ვიტან სიტყვა კაბინეტს) გიგა Printing room-ში, თეა და ია პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმრთველოში და მე ”ნესტიან საწყობში” ( ესე ვეძახი ჩემ ოთახს, ვისაც რამე აქ სადმე დასადები ყველაფერს აქ ტენიან... ).
ვრთავ SIEMENS-ის პერსონალურ კომპიუტერს და შევდივარ Facebooke-ზე, სადაც მხვდება მინიმუმ 40 Notifications-ი, 4 Messages-ი და 35-Friend Requests-ი, რომლებსაც გამწარებული თავით არ ვიმატებ. ორი წუთის მერე შევდივარ გოგოების ოთახში ვადუღებ წყალს და შაქრის უქონლობის გამო ვსვამ წყალგარეულ ყავას, (უწყლოდაც ვიცი ყავის დალევა ხანდახან ;) )
ჩემი მონიტორის საიტების ნუსხა შემდეგნაირად გამოიყურება
1. http://weheartit.com
2. http://translate.google.com
3. http://forum.ge
4. http://twitter.com/
5. ---------
6. --------
7. http://niniwitch.tumblr.com/
8. http://gakvetilebi.at.ua/
9. http://www.dotr.gov.ge
10. http://www.blogger.com/post-create
5-6 მხოლოდ ჩემთვის არის საინტერესო სხვებს ისედაც არ დააინტერესებდა :)
უშაქრო ყავის მწკლარტე გემო ისევ მაქვს პირში, ვიცი რომ ვერასდროს ვერ შევეჩვევი, პრობლემის გადაჭრა კი ადვილად შემიძლია, ხვალ ერთი კილო შაქარი მომაქვს სამსახურში. . .
მგონია რომ უკვე დიდი ხანია დავკარგე ჩემი მე, ის რაც მამოძრავებდა და ის რითაც ყოველღამე ვიკვებებოდი როცა ჩემ თავთან მარტო ვრჩებოდი. დიდი ხანია რაც აღარ დავწოლილვარ ჩემი ოთახის იატაკზე და დიდი ხანია არ შემიხედავს ქვემოდან ზემოთ საგნებისკენ, კედლებისკენ, ფანჯრებისკენ, მაშინ ყველაზე პატარა არსებად ვგრძნობდი თავს. არადა ვიცი უკვე დიდი ხანია ვიცი რომ წარსული შენს მეხსიერებაში მხოლოდ ორი სამი წამით მოდის და მალევე ქრება.
მკვდარი სულების სამყაროში თავს ვიტკიებ და ვხვდები, რომ დრო გადის, უმოწყალოდ მიედეინება და ასკდება სხეულის ყოველ ნაოჭს.
გუშინ მოვიდა, სულ ცარიელი და ცრემლი მთხოვა, მე აღარ მქონდა აღარც ცრემლი და აღარც ნაოჭი სახის ფორებში, მომინდა კვდომა, დანაპირების არ ასრულება Les Jolies Choses.
შემოგარენში დევს ბუდა, მირონიანი ხატსახე და ჩემი დაკარგული ჯვარი, მოვიხსენი ყელიდან და აორთქლდა როგორც ნაწვიმარი.
დამწვეს სიზმარში ჩემი სხეული ხაოდა უაზროდ, სიცხე თვალის გარსს იწოვდა, როგორც ღრუბელი წყალს და მე ვხმებოდი აალებული კანი ფერფლად ედებოდა გარშემო ყველაფერს. კრემატორიუმში დაწვისას გვამსაც კი აქვს იმპულსები იმისა რომ შეიგრძნოს ტკივილი, მე კი მეგონა რომ სიკვდილის მერე ტკივილს ვეღარავინ მომაყენებდა, თურმე ვცდებოდი.
არ მესმის როგორ უნდა დავივიწყო ის შეგრძნებები რაც კარგად ან ცუდად მხდიდა მთელი ცხოვრების მანძილზე, როგორ უნდა ამოვიგდო თავიდან მეგობრის სიკვდილი, ქვაფენილზე დასხმული თავისქალიდან ამონთხეული სისხლი, მახსოვს ფეხები წამერთვა როცა დავინახე, მთლიანად ვკანკალებდი და ადგილიდან ვერ ვიძვროდი, როგორ უნდა დამავიწყდეს მიხაილოვის საავადმყოფოში მოსული დედამისის ხავილი, ეხლაც ჩამესმის ყურში : ”ბავშვებო მითხარით რომ ანდრო ცოცხალია” ყველა ჩუმად იყო ხმას ვერავინ ვერ იღებდა და ბოლო წუთამდე მჯეროდა რომ ცოცხალი იყო, მაგრამ ვიცოდი სასწრაფოში გადაყვანისას უკვე ის იქ აღარ იყო, ისე აორთქლდა, როგორც ჩემი დაკარგული წითელი ჯვარი, რომელიც დღემდე მტკივა... მერე პანაშვიდები ლამაზი გრძელი გაშავებული თითები, მაშინ პირველად ვაკოცე მიცვალებულს შუბლზე და პირველად მოვკიდე ანდროს ცხედარს ხელი. როგორ უნდა ამოვიგდო თავიდან Bob dylanis - blowin in the wind რომელიც ანდროს პანაშვიდებზე იყო ჩართული, ეს მუსიკა ცხოვრების ბოლომდე ერთ ადამიანს გამახსენებს, ოღონდ არა ცოცხალს.
უკვე მძულს ყველაფერი. არ მინდა არანაირი პათეტიკა, მომბეზრდა, არავისთვის არ მითქვამს რომ ჩემი გიჟი მეზობლის მეშინია. ამოდის ხოლმე ღამის სამ საათზე დადგება კიბეზე და პირდაპირ ჩემ ფანჯარას უყურებს, თანაც ისე რომ არც ირხევა, არ იძვრის თვალსაც არ ახამხამებს...
ორი დღის წინ კარებზე კაკუნის ხმამ გამაღვიძა, ორჯერ გაბმულად დააკაკუნა და გაიქცა, ფანჯარა ღია იყო თავისუფლად შეეძლო გადმომძვრალიყო და რამე ჩაერტყა ჩემთვის, ისე როგორც, ოთხი წლის წინ თბილისობა დღეს ჩემი მამიდაშვილი დაჭრა ზურგში. მერე დაიჭირეს, საგიჟეთშიც ყავდათ, და უკვე ორი თვეა რაც გამოუშეს. დიდი ლურჯი გიჟის თვალები აქვს შემზარავი გამომეტყველებით, ერთი გამოხედვა და გგონია რომ მხეცივით გეცემა. შიში მაქვს გამჯდარი უკვე მთელ სხეულში, სახლში მისვლის მეშინია, როგორც კი მივდივარ სახლში, სწრაფად ავრბივარ კიბეზე, ეგრევე ვკეტავ კარებს, ფანჯრებსაც და ფარდას ვაფარებ. დაძაბული ვარ ძილშიც. უკვე ნერვოზი ავიკიდე, ღამით ვალერიანის წვეთებს ვსვამ, კარგად რომ დამეძინოს და მაინც არ მეძინება. წიგნის კითხვა დავიწყე, მაგრამ შუქის ანთებისაც კი მეშინია იმიტომ რომ ვიცი ის დგას კიბეზე და მიყურებს, შუქს რო ვაქრობ მაინც დგას, მართალია ვერ მხედავს მაგრამ ვგრძნობ როგორ ძაბავს თვალებს ქანდაკებასავით გაშეშებული დგას შავი გრძელი პლაში აცვია და მიყურებს.
აღარ მაქ თავშესაფარი, სად წავიდე აღარ ვიცი, ლოგინის გვერდით ძველი ბაბუაჩემის ნაქონი ”შპაგა” მაქვს დამალული, თუ ვინიცობაა და რამე მოხდა ეგრევე მუცელში გავუქანებ მეთქი, თავი მეჩვიდმეტე საუკუნის ფრანგი მშიშარა რაინდი მგონია. იქნებ მირჩიოთ როგორ მოვიქცე, ყოველღამე მგონია რომ სიკვდილს ველოდები...