Thursday, February 24, 2011

H2SiO3, H3PO4, H2SO4,

ხანდახან, როცა გული ზედმეტად უფრო ჩქარა ცემს, და როცა აღარ ვიცი წუთში პულსის ცემა უკვე რამდენია, ვგრძნობ რომ მიწას მილიმეტრებში ვცდები. ატომური ნომერი აღარ შეესაბამება ატომურ მასას, იოდიზირებული თხევადი სითხე არამხოლოდ მის თვისებებს გამოსახავს, არამედ მის შინაგან იმპულსურ ქმედითუნარიანობასაც, ამ დროს გამოიყოფა ადრენალინის დოზა, რომელიც სხეულის დახორკლილ კანს გარსივით ეკვრის და სფეროსებრ წარმონაქმნს ქმნის შენსა და მიწას შორის, გაშორებს და მიზიდულობის ძალას ებრძვის.
სხეულის გაქრობის თეორია კი ვფიქრობ უფრო მარტივი მეთოდებითაც შეიძლება: მაგალითად:
სხეულის გაჟღინთვა გოგირდოვანი მჟავით იწვევს ატომბირთვისა და ელექტრონული გარსის ერთნაირი აღნაგობის შლას, ადამიანის პროტეინები ორთქლდება. ცილების გაქრობა ადრენალინის მძაფრი გამოყოფის შედეგად ხორციელდება და სხეულის გარშემოწერილობა მცირდება, პატარავდება... საბოლოოდ პროტეინების არარსებობის შედეგად, ადამიანი ხდება ცომისმაგვარი მასა, რომელიც გამოყოფს მყრალ მწკლარტე სუნს, წებოვანი გუნდა კი უკვე თავისუფლად შეგიძლიათ სანაგვე ურნაში მოისროლოთ.

Tuesday, February 22, 2011

სად გადის ზღვარი უსასრულობისა?!

სად გადის ზღვარი უსასრულობისა?!
ნუთუ მართლა ადამიანის განუყოფელ (აწ უკვე გაყოფილ) ორგანოზე- რომელსაც პირობითად თუ არაპირობითად ვეძახით კუჭს, თურმე სულაც არა, ცოტა ხნის წინ სწორედ ასე მეგონა და ამას დავამტკიცებდი კიდევაც, რომ არა ეს ჩვენი თანამედროვე სამედიცინო ქირურგია, რომელსაც შეუძლია ადამიანს კუჭი ამოაჭრას და  საყლაპავი მილი პირდაპირ სწორნაწლავს მიუერთოს...
სწორედ ამ თემაზე მინდოდა მელაპარაკა დღეს, მაგრამ სამწუხაროდ ჩემი სამუშაო საათები შეზღუდულია და მეც სამსახურიდან გასვლა მიწევს ასე რომ კარგად იყავით .... :))