Tuesday, October 5, 2010

”ტაპი” ანუ იგივე შინაგანი ცეცხლი


ჩემი ფერადი ფრჩხილები ნელნელა ყვითლდება, თვალის გუგების სიყვითლე ისედაც ყველამ იცოდა, ფრჩხილების დამალვა კი ფრჩხილის ლაქით ყოველთვის შემიძლია. 

მე ვლპები.

ბოლო ხუთი დღეა საღამოობით საშინელი თავის ტკივილები დამეწყო, გუშინ ღამე თავის ქალიდან ფეთქვა მესმოდა.  მეგონა ანევრიზმა დამემართებოდა, ისე რომ ვერავინ ვერ გაიგებდა და დილით მკვდარს მიპოვიდნენ, უკვე  გაციებულს ჩემს ლოგინში.

ყველაფერი რაც ადრე იყო საკუთარი თავის ძიების პროცესში, დაირღვა, მცირე ნაწილაკებად დაიშალა და აღმოცენდა ქაოსი, რომელშიც სრული წყვდიადია.

მე თვითონ ვერ გავრკვეულვარ რა მინდა, ნუთუ ყოველდღე უნდა ვიარო სამსახურში ვწერო პრესის მიმოხილვა და გადავიღო ისეთი ფოტოები, რომელიც გულს მირევს...

ისიც კი არ ვიცი რა არის ჩემში მიწიერი და რა არამიწიერი, რა მამოძრავებს ქვესკნელისკენ, რა სურს ჩემს წარმოსახვით გონს.

ჩემი ღრმა რწმენა ჩემი სხეულის ბოლო, უკანა კედელზეა მილურსმნული, წინ კი უზარმაზარი გულის ლოდი ადევს დასახშობად.

დაკვირვებიხართ, როდესაც წყალი ორთქლად იქცევა, მთლიანად იცვლება მისი თვისება? სანამ ის წყალია, ის მიედინება ქვევით, დინება მისი ბუნებაა ( მიწიური), მაგრამ როდესაც 100 გრადუსს ტემერატურაზე ორთქლად იქცევა, მისი ბუნება იცვლება, ზევით მიდის, გაცხელების წყალობით იცვლება ყველა განზომილება.

მე ვიწვი ვიწვი შინაგანად და არ მინდა ზევით... 

0 comments:

Post a Comment