Tuesday, December 14, 2010

წასვლა დაიწყო, უკვე ახლოა დასასრული

მწვანე ტბა იყო და ტბასთან ახლოს პატარა ჩალით გადახურული სახლი იდგა. იქვე ახლოს ძირგახვრეტილ ძველ ლეღვის ხისგან გამოთლილ ნავში დეიდაჩემს ეძინა.
ნისლში ძნელად თუ გაარჩევდი რამეს.  მისი წყლიდან ამოსვლა ერთგვარ ჰეროიკული გმირის გაცოცხლების სცენას გავდა. გრძელი ოქროსფერი თმა მკერდს უმალავდა, ხელებით წყალს ოდნავ ეხებოდა, ნაპირისკენ მოიწევდა და მიღიმოდა...  მეგონა შიშს დავძლევდი, გვერდით ნავში დეიდაჩემს ეძინა და ამით გულს ვიმაგრებდი, საშინლად დაძაბული ვიდექი, გაქვავებული ერთ ადგილზე და სახეზე მისგან მონაბერი სიცივე მეტმასნებოდა. მოდიოდა და თან რაღაცას ღიღინებდა, გაყინული ცივი მზერა ერთხელაც არ მოუშორებია ჩემთვის, მინდოდა მეყვირა: ”გაიღვიძე”  ვგრძნობდი რომ მთელ ხმაზე ვყვიროდი, მაგრამ ჩემი ხმა არ ისმოდა...
ჩემს წინ იდგა ტბაში, ხელით მანიშნა, რომ უფრო ახლოს მივსულიყავი, ვიგრძენი ცივი წყალი როგორ შეეხო ტერფებს, გაეღიმა.  ნელნელა უკან-უკან მიდიოდა და მეც გაბრუებული მივყვებოდი, უკვე წელამდე წყალში ვიდექით ორივე. მომიახლოვდა თმა კისერზე გადამიწია და ჩამჩურჩულა: როცა შენ ჩრდილს დაინახავ წყალში იცოდე რომ ის შენ არ ხარ...

0 comments:

Post a Comment