Monday, September 27, 2010

Freckles in the eye



სათაური უკვე ვიცოდი რა უნდა ყოფილიყო, უბრალოდ ამისთვის გამბედაობა არ მეყო... 

უკვე ექვს თვეზე მეტია ყოველ დილა სარკეში ჩემ ჩაყვითლებულ თვალებს ვუყურებ და უკვე 2 წელია ექიმთან მისასვლელად ვერ მოვიცალე...გუგების გვერდით ყვითელი წერტილები ჩემი დამახასიათებელი ნიშანი გახდა, თანაც ჩემს  ჭორფლებს კარგად ერწყმის, სინამდვილეში კი ეს სიყვითლე არა ბოტკინიდან, როგორც ბევრს გონია, არამედ ჩემი ღვიძლის და ნაღვლის ბუშტის ამოძახილია, რომელიც ჩემი სახის ყველაზე მჭმუნვარე ნაწილში გამოისახა...

გუშინ გზის იქითა მხარეს დავინახე ჩემი ყოფილი ლექტორი თავის ახალ გოგოსთან ერთად, ისეთი გახეული მთვრალი იყო ვერც კი მიცნო თავიდან, თვალებდაჭყეტილი მიყურებდა, მერე ხელი დამიქნია და მიზნის განსახორციელებლად ალბათ რომელიმე სადარბაზოსკენ შეუხვია თავის მეგობარ გოგონასთან ერთად...

ჩემ საწყობ ოთახში ისევ მარტო ვარ და მაგიდაზე ისეთუ უწესრიგობაა დამლაგებლებს შემოხედვაც კი ზარავთ...  ექვსის ნახევარია ნახევარი საათიც და აქედან უკანმოუხედავად გავარდები, დღეს სოფო უნდა ვნახო :)

0 comments:

Post a Comment