Monday, January 17, 2011

Start to find yourself


Wednesday, January 12, 2011

Et où personne ne peut trouver. . .

lose consciousness AND disappear

გუშინ პატარა სპარსეთის პრინცს ვესაუბრე, ჩემი ცნობიერების აღმოფხვრა შესაძლებელია თუ არა თქო და მიპასუხა, ოდესმე ყველაფრის იმედს თუ დაკარგავ მხოლოდ მაშინო. ხოდა ველოდები იმედების დამსხვრევას, ისიც კი არ ვიცი რისი იმედი უნდა დაიმსხვრეს, ჩემ პატარა პრინცს კიდევ ეღიმებოდა და ნელნ-ნელა ფერმკრთალდებოდა...
სწორედ ამაზე საუბრობდნენ, თუ კარგად მახსოვს გასულ კვირას მერვე სართულზე ერთ-ერთი ბინაში შეკრებილი ოთხი გოგონა... მე მეორე ბინის აივანზე ვიდექი, სიგარეტს ჩუმად ვქაჩავდი, ისე რომ სხვას არ დავენახე და მათ ლაპარაკს ქურდივით ვუსმენდი. ამბობდნენ, რომ ხშირად ფსიქიკას ადამიანებს მათ გარშემო, ყველაზე მეტად ახლოს მყოფი ახლობლები უნგრევენ, შთანთქავენ მათ ენერგიას, ფიტავენ და უმოწყალოდ აქცევენ ზურგს. ისიც კი დაამატეს, რომ ის ეგრეთწოდებული ზურგმქცეველნი ამას თავის გამაჯვებად აღიქვამენ და დამარცხებულს დამამცირებლად, ქედმაღლურად უყურებენ ზემოდანო.
როცა მათ ნათქვამს დავუფიქრდი, მეგონა რომ ზუსტი ასახვა ჰპოვა ჩემში და თავი ზუსტად იმ ტალახში ამოსვრილ ძირს ნათრევ დამარცხებულად წარმოვიდგინე, რომელსაც ზემოდან დამცინავი სახით მდგარი არსებები დასტრიალებდნენ. აშკარად მესაჭიროება ფსიქიატრი, რომელიც ამ წნეხიდან გამომიყვანს და გამოსავალს მომაძებნინებს, ესე უკვე აღარ შემიძლია. . . როდემდე უნდა მტკიოდეს მათზე გული, იმდენად სუსტი ვარ, ხანდახან ჩემი თავიც კი ტკენს გაურვეველი მიზეზების გამო ჩემ თავს!!! ჯანდაბა სრული პესიმისტური განწყობა ბოლოს მომიღებს. ადრეც ვიძახდი და ეხლაც იგივეს ვამბობ რომ აქაურობას უნდა გავექცე, ჩემი ნერვების წყვეტა მხოლოდ და მხოლოდ ჩემზე მოქმედებს ცუდად, სხვა ამას ისედაც ვერ ხედავს, ფსიქიურად დაავადვმყოფდი ჩემი არარაობის შემყურე. აქ მე უკვე არაფერი აღარ მესაქმება.