Wednesday, October 20, 2010

ტანკა

ჩემი ერთ- ერთი საყვარელი პოეტი:      

         





ისიკავა ტაკუბოკუ 

თარგმანი: კონსტანტინე ლორთქიფანიძე

* * *
მოწმენდილია ცა შემოდგომის,
ირგვლივ არა სჩანს ღრუბლის ნაფლეთიც.
გიყურებ,
როგრო მარტო ხარ, ცაო!
ყორანმა მაინც გადაიფრინოს.

* * *
ქარს მოაქვს სოკოს
და ფუტურო
ხის სურნელება.
ვგრძნობ – შემოდგომა
დაგვემშვიდობა.


* * *
შიმშილი მკლავდა.
კუდის ქიცინით
მომიახლოვდა მშიერი ძაღლი,
თავი ასწია და შემომხედა...
მაშინვე ცოტა ვიგრძენი შვება.

* * *
ვიჯექ ოთახში მარტო,
ბნელოდა.
უეცრად ვხედავ _
ჯოხს დაბჯენილი
კედლიდან ჩუმად გამოდის დედა.   


* * *
თვალები მტკივა,
გავიკეთე შავი სათვალე...
მაშინ დავიწყე, მეგობარო,
ჩუმი ტირილი,
რომ კაცმა ცრემლი ვერ დამინახოს.

* * *
მეგობარს გული გადავუშალე...
და მომეჩვენა:
ამ საუბარში
რაღაც დავკარგე და გავღარიბდი...
მყისვე დავტოვე მისი ოთახი...


* * *
ღამის ბურუსში,
სადაც ტალღები
ეხეთქებოდნენ
მდინარის ნაპირს,
იდგა ქალი და პაპიროსს სწევდა.


* * *
დღეს გაიტანეს აივანზე
ჩემი საწოლი...
ო, მწუხრის ცაო,
ჩვენ ხომ ისევ
შევხვდით ერთმანეთს!

2 comments:

Kiwi said...

მომწონს შენი ბლოგი )

ninuca said...

მადლობაა :)

Post a Comment