Wednesday, October 20, 2010

Time is the most evil

თქვენ ვერ აცნობიერებთ, ვერ ამჩნევთ თქვენს არსებობას. ყოფიერების ყოველი გზა საბოლოოდ სიკვდილთან მიდის. ჩვენი ყოველდღიური რუტინა კი ფილმში გადახვეულ კადრებს გავს, სადაც ზუსტად ერთიდაიგივე მეორდება, მეორდება, მეორდება და ერთ დღესაც ქრება. ნუთუ არ გიცდიათ რაიმეს შეცვლა, გზიდან გადახვევა, შეწინააღმდეგება თუნდაც თქვენივე ბუნების წინააღმდეგ წასვლა.

მომბეზრდა ეს სოციალური ქსელები, ინტერნეტით ურთიერთობა და სიყვარულობანას თამაში... ადამიანები დაიმონა XXI-ე საუკუნის მიღწევებმა, ჩვეულებრივ თბილისის ახალგაზრდობის 75%-ი მეტი თუ არა  ბუნებრივი მოთხოვნილებების შემდეგ კომპიუტერის მონიტორთან სხედან და Facebook-ის საშუალებით გაჰყავთ დრო. დრო რომელიც წამი-წამზე გაბერებს და შენ სახეზე ტოვებს ასაკის კვალს.


რამოდენიმე დღის წინ მეგობარმა თავის სახლში ნაპოვნი ძველი, შავ-თეთრი გამჟღავნებული ფირები მაჩვენა. დაახლოებით 80-90 იანი წლებია ალბათ ასახული თუ ქალების თმის ვარცხნილობიდან ვიმჯელებთ. ფირს ვათვალიერებდი და თვალები შუბლზე ამდიოდა, ალბათ ეს ქალები უკვე დედები და შეიძლება ბებიებიც კი იყვნენ, არადა ისეთი ნუდისტური ფოტოები ვიხილე ერთობ აღვფრთოვანდი, ორგიაც ამას ქვია ორი ქალი და სამიც კაცი, შიშველი სხეულების ნამდვილი დღესასწაული იყო,  მეცინება, ერთი მომენტი ვიფიქრე და ვთხოვე ჩემს მეგობარს ეს ფირები დავბეჭდოთ მეთქი, სამწუხაროდ ცივი უარი მივიღე, რას ვიზამთ ფირები ჩემს ხელში არ არის. მერე წარმოვიდგინე ალბათ კარგი ფოტოსესია გამოვიდოდა იგივე ხალხის ნუდისტური ფოტოები ზუსტად იმ პოზებში რა პოზებშიც ფოტოებშიც არიან, უბრალოდ ეხლანდელი დაბერებული სხეულებით თქო. მაშინ ცხადად გამოჩნდებოდა დროის დაღები ადამიანის ფიგურებზე. მარტოსული ადამიანების დაბერებული შიშველი სხეულები, შესაძლოა იმ ფოტოსესიას ცოტათი მაინც გაეხალისებინათ ”დაშლილი ძვლები”...

ადამიანი ყველაზე მეტად ალბათ მარტოობას  და დროს  გაურბის, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ დროს ვერ შველის, მარტოობას კი სხვებთან ურთიერთობით ჩქმალავს. ვერასდროს ვერ ვგრძნობ თავისუფლად თავს ხალხმრავლობაში. თუ გიფიქრიათ, როდესაც მარტოსული ხართ, რომ  ბევრად უფრო საღად აზროვნებთ და ბევრად უფრო კარგად შეიგრძნობთ სიცარიელეს, რომელიც თითოეული ადამიანის შიგნითაა, ისეთ გრძნობა გეუფლებათ თითქოს არ არსებობთ და იჩეხებით თქვენივე  სიცარიელის უფსკრულში. ყველაზე მეტად ის მაშინებს, შიგნით ჩახედვისას, რომ იქაც ვერავის ვერ ვხედავ და ხვდები რომ საერთოდ არავინ არ ხარ...  

2 comments:

Natuka Natsvlishvili said...

http://www.youtube.com/watch?v=vmzk97kV1cE&p=1E437C937C15CE33&playnext=1&index=9


- ესეც მანდ არის:D

ninuca said...

ნატუკ რა ვიდეოაა მე სამსახუში ვერ ვუყურებ დაბლოკილი მაქვს რაზე ამბობდი??

Post a Comment