Monday, November 14, 2011

99

” ცხოვრება ასე მიდის: იბადებით, კვდებით, შუაში კი მუცელი გტკივათ. ცხოვრება - ეს არის მუდმივი მუცლის ტკივილი: 15 წლისას იმიტომ გტკივათ, რომ შეყვარებული ხართ; 25-ისას იმიტომ, რომ მომავალი გაშინებთ; 35 წლისას იმიტომ, რომ სვამთ; 45 წლისას იმიტომ, რომ ბევრს მუშაობთ; 55 წლისას იმიტომ. რომ შეყვარებული აღარ ხართ; 65 წლისას იმიტომ, რომ წარსულის მოგონებები გტანჯავთ; 75 წლისას კი იმიტომ, რომ კიბო გაქვთ, თანაც მეტასტაზებით. ინტერვალებში კი მხოლოდ ემორჩილებით; ჯერ მშობლებს, მერე მასწავლებლებს, შემდეგ სამსახურში უფროსებს, მოგვიანებით- მეუღლეებს, ბოლოს კი ექიმებს. ხანდახან კი გიჩნდებათ ეჭვი, რომ ამათ ყველას სინამდვილეში ფეხზე ჰკიდიხართ, მაგრამ ახლა ამაზე ფიქრი უკვე დაგვიანებულია. ერთ მშვენიერ დღეს კი ერთ-ერთი მათგანი მოვა და შეგატყობინებთ, რომ თქვენ მალე მოკვდებით. და აი ერთ წვიმიან დღეს ხის ყუთში ჩაგდებენ და მიწას მოგაყრიან სასაფლაოზე. ხომ არ გგონიათ, რომ ეს თქვენ არ გელოდებათ? მით უკეთესი თქვენთვის. როცა ამ სტრიქონებს წაიკითხავთ, მე უკვე აღარ ვიქნები. თქვენ კიდევ იცხოვრებთ, მე კი არა. გულდასაწყვეტია ხომ? თქვენ ისეირნებთ, დალევთ შეჭამთ, სექსით დაკავდებით, არჩევანის გაკეთების საშუალება გექნებათ, მე კი ამ ყველაფერს ვეღარ გავაკეთებ, იმიტომ, რომ სხვაგან ვიქნები, სხვა სამყაროში, რომელსაც თქვენსავით ჯერ არც მე ვიცნობ, მაგრამ როცა თქვენ ამას წაიკითხავთ უკვე მეცნობება. ჩვენ სიკვდილი დაგვაშორებს. არაფერი სამწუხარო ამაში არ არის, ეს ნორმალურია, რომ ჩვენ - მე მკვდარი და თქვენ ამ წერილის მკითხველი, გადაულახავი კედლის სხვადასხვა მხარეს ვართ და მიუხედავად ამისა შეგვიძლია ერთმანეთს დაველაპარაკოთ. ცოცხალი იყო და თანაც მიცვალებულს უსმინო -  მართლაც, რომ მოსახერხებელი რამაა ეს ინტერნეტი! 

თქვენი საყვარელი აჩრდილი

სოფი ”