Friday, April 15, 2011

Mon Réflexion

დილით, გაღვიძებისას, სანამ ლოგინიდან ადგები, სანამ შეეგუები იმ აზრს რომ დღეს სამსახურში ხარ წასასვლელი და სანამ კიდევ ერთხელ გაიმეორებ იმ ყოველდღიურ რიტუალთა წრეს, მანამდე მინდა რომ დახედო შენს შიშველ სხეულს, რომელსაც მხოლოდ დიდი ფუმფულა საბანი ფარავს, დილის განათება ყველაზე მეტად უხდება სხეულს... შენი სიფრიფანა კანის ქვეშ, მოლურჯო ძარღვებში თავისუფლად დასრიალებს სისხლი. არ მინდა გაჩერდეს... გაიხსენე წუხელ რა გესიზმრა და გაიღიმე, იმიტომ რომ ეს მხოლოდ სიზმარი იყო. ეს მხოლოდ არარეალურია და სინამდვილე ბევრად უფრო ნათელია, ისევე როგორც შენ.

გადაიხადე საბანი და დახედე თეთრ ხორცს, რომელიც შენი სხეულის სიმძიმით დაიჭყლიტა და ზეწრის უზორების ანარეკლად იქცა. შენი თბილი სუნი ბალიშზე, სითბო საბნის ქვეშ და შიშველი ფეხების შეხება ცივ იატაკზე...

ცხელი ჩაი და თაფლიანი პური სამზარეულოს მაგიდაზე, ეზოდან ცაცხვის სურნელი იფრქვევა ღია ფანჯრებში, მზით გამთბარ იატაკზე ფეხშიშველა სიარული გსიამოვნებს. შენ დღეს არ გინდა სამსახურში წასვლა...

არ გინდა დაემსგავსო გამოსირებულ ზომბებს, დიდი სიამოვნებით გაულაწუნებდი შენს თავს სახეში სილას და გამოიფხიზლებდი თავს, იცი ძნელია, მაგრამ ისიც იცი რომ შეგიძლია, მაგრამ მაინც გირჩევნია, რომ თავი დაითრგუნო/

sheidzleba vigacas moscons egre rom xar damoscons is rom mushaob da ragaca \ (send as a message)
magram me piradad vtvli rom sashinlad geqcevian saxlshi (send as a message)
martla (send as a message)
shig xom ar gaqvs (send as a message)

araferi (send as a message)
jer (send as a message)
daicye patar patara ragaceebi (send as a message)
daicye seirnoba dilit (send as a message)
mze (send as a message)
simshvide (send as a message)
buneba (send as a message)
xalxi (send as a message)
gamodi sociumidan (send as a message)
moshordi (send as a message)
shoridan dainaxe (send as a message)
kitxva daicye bagshi dajeqi xolme caige ranme gemrieli da ikitxe (send as a message)
daakvirdi yvelas da yvelafers da ecade rom chacvde ra aristvisaa (send as a message)
igeme is rom am sevdastan ertad yvelaze bednieri adamianixar (send as a message)
nu geshinia (send as a message)
shishi codvaa (send as a message)
shen cudi araferi ar gagiketebia (send as a message)
sad vqrebi ar mogsvlia cerilebi ? (send as a message)
ar mogdis? (send as a message)
aq xar (send as a message)
? (send as a message)

ხანდახან ისიც მახსენდება, როგორ ხტებოდი წვიმიან ამინდში ყველაზე დიდ გუბეში და ამოშხეფებული წყალით სხვებს ასველებდი. აი ეს მომენატრა...