Wednesday, September 1, 2010

შეგიძლიათ შეტრიალდეთ და სამჯერ გადაანერწყვოთ ქარის საწინააღმდეგოდ

უკვე მძულს ყველაფერი.  არ მინდა არანაირი პათეტიკა, მომბეზრდა, არავისთვის არ მითქვამს რომ ჩემი გიჟი მეზობლის მეშინია. ამოდის ხოლმე ღამის სამ საათზე დადგება კიბეზე და პირდაპირ ჩემ ფანჯარას უყურებს, თანაც ისე რომ არც ირხევა, არ იძვრის თვალსაც არ ახამხამებს...

ორი დღის წინ კარებზე კაკუნის ხმამ გამაღვიძა, ორჯერ გაბმულად დააკაკუნა და გაიქცა, ფანჯარა ღია იყო თავისუფლად შეეძლო გადმომძვრალიყო და რამე ჩაერტყა ჩემთვის, ისე როგორც, ოთხი წლის წინ თბილისობა დღეს ჩემი მამიდაშვილი დაჭრა ზურგში. მერე დაიჭირეს, საგიჟეთშიც ყავდათ, და უკვე ორი თვეა რაც გამოუშეს. დიდი ლურჯი გიჟის  თვალები აქვს  შემზარავი გამომეტყველებით, ერთი გამოხედვა და გგონია რომ მხეცივით გეცემა. შიში მაქვს გამჯდარი უკვე მთელ სხეულში, სახლში მისვლის მეშინია, როგორც კი მივდივარ სახლში, სწრაფად  ავრბივარ კიბეზე, ეგრევე ვკეტავ კარებს, ფანჯრებსაც და ფარდას ვაფარებ. დაძაბული ვარ ძილშიც. უკვე ნერვოზი ავიკიდე, ღამით ვალერიანის წვეთებს ვსვამ, კარგად რომ დამეძინოს და მაინც არ მეძინება. წიგნის კითხვა დავიწყე, მაგრამ შუქის ანთებისაც კი მეშინია იმიტომ რომ ვიცი ის დგას კიბეზე და მიყურებს, შუქს რო ვაქრობ მაინც დგას, მართალია ვერ მხედავს მაგრამ ვგრძნობ როგორ ძაბავს თვალებს ქანდაკებასავით გაშეშებული დგას შავი გრძელი პლაში აცვია და მიყურებს.

აღარ მაქ თავშესაფარი, სად წავიდე აღარ ვიცი, ლოგინის გვერდით ძველი ბაბუაჩემის ნაქონი ”შპაგა” მაქვს დამალული, თუ ვინიცობაა და რამე მოხდა ეგრევე მუცელში გავუქანებ მეთქი, თავი მეჩვიდმეტე საუკუნის ფრანგი მშიშარა  რაინდი მგონია. იქნებ მირჩიოთ როგორ მოვიქცე, ყოველღამე მგონია რომ სიკვდილს ველოდები...

0 comments:

Post a Comment