Sunday, December 26, 2010

Pasternak Gabriadze

.......................................

I can't say anything...

Thursday, December 16, 2010

როცა ყველას ღვიძავს, მე მხოლოდ მაშინ მეძინება ნეტარი ძილით

და მაინც, შენ უნდა გააგრძელო შენი დაწყებული დაბადება...

და მაინც, შენ უნდა გადადგა ნაბიჯი, არა აქვს მნიშვნელობა ეს ნაბიჯი წინ იქნება თუ უკან, უბრალოდ გააკეთე სვლა. 

შენ უნდა დაივიწყო ახალი და დაუბრუნდე ძველს, შენ უნდა განუდგე მეგობრებს, შენ უნდა გაექცე მორევს სადაც ყველა ერთად იხარშება, შენ უნდა ისუნთქო მაშინაც როდესაც ჰაერს გიხშობენ, 

გაიხსენო დაკარგული ძველი ისტორიები, შენზე და შენ მტრად ქცეულ მეგობრებზე,

გაცურო ჭაობში, სადაც ნახავ შენი ახლობლების გახრწნილ სხეულებს, 

გაქეცე შენს თავში დაბუდებულ ავსულებს, რომლებიც გიშხამავენ შენს ისედაც შხამიან გონებას,

გასცდე ნაპირებს შემოტრიალდე და დააკვირდე  ცხოვრებით დაუკმაყოფილებელ შენს თანამოძმეებს და გაგეღიმოს ისე როგორც ბოლოჯერ ეღიმებათ... 

და მაინც შენ უნდა დააპირო თხრა შენი საფლავის,

და მაინც შენ უნდა დაიწყო სვლა შენი სამარისკენ.


Tuesday, December 14, 2010

The Antlers - On The Roof

წასვლა დაიწყო, უკვე ახლოა დასასრული

მწვანე ტბა იყო და ტბასთან ახლოს პატარა ჩალით გადახურული სახლი იდგა. იქვე ახლოს ძირგახვრეტილ ძველ ლეღვის ხისგან გამოთლილ ნავში დეიდაჩემს ეძინა.
ნისლში ძნელად თუ გაარჩევდი რამეს.  მისი წყლიდან ამოსვლა ერთგვარ ჰეროიკული გმირის გაცოცხლების სცენას გავდა. გრძელი ოქროსფერი თმა მკერდს უმალავდა, ხელებით წყალს ოდნავ ეხებოდა, ნაპირისკენ მოიწევდა და მიღიმოდა...  მეგონა შიშს დავძლევდი, გვერდით ნავში დეიდაჩემს ეძინა და ამით გულს ვიმაგრებდი, საშინლად დაძაბული ვიდექი, გაქვავებული ერთ ადგილზე და სახეზე მისგან მონაბერი სიცივე მეტმასნებოდა. მოდიოდა და თან რაღაცას ღიღინებდა, გაყინული ცივი მზერა ერთხელაც არ მოუშორებია ჩემთვის, მინდოდა მეყვირა: ”გაიღვიძე”  ვგრძნობდი რომ მთელ ხმაზე ვყვიროდი, მაგრამ ჩემი ხმა არ ისმოდა...
ჩემს წინ იდგა ტბაში, ხელით მანიშნა, რომ უფრო ახლოს მივსულიყავი, ვიგრძენი ცივი წყალი როგორ შეეხო ტერფებს, გაეღიმა.  ნელნელა უკან-უკან მიდიოდა და მეც გაბრუებული მივყვებოდი, უკვე წელამდე წყალში ვიდექით ორივე. მომიახლოვდა თმა კისერზე გადამიწია და ჩამჩურჩულა: როცა შენ ჩრდილს დაინახავ წყალში იცოდე რომ ის შენ არ ხარ...

2006.09.21

სემანტიკურ-დიდაქტიკურ აზრონებათა ერთი მთლიანი წყობა... მრავალჯერად-მრავალწახნაგა სფეროში მოთავსებული ბაცი თითები და ფართო წახნაგიანი მოჟანგისფრო ნუშისებრი თვალები. ხროტინი ყელის ყონყროტოში, ამოსუნთქული ბგერები არღვევენ ძილს და მრავალი სუნთქვა ყლაპავს ხარბად მოჟანგბადო ჰაერს.
სხვა კილოს სხვა ზღვისკენ მივყავართ, ფეხისთითები ამას პირველნი გრძნობენ. წყვილი თასმები, წყვილები და ხმაური, ხმაური, ხმაური ზღვის ხმას ახშობს .
ცეცხლი მოუკიდა, ჩაისუნთქა, ჩავიდა, ამოუშვა, წავიდა. ნაპირიდან პირდაპირ გადაეშვა სიღრმეში. მე

Wednesday, December 1, 2010

ყველაფერი კარგადაა, შენ უკვე მკვდარი ხარ...



ესე ითქმის ხოლმე, ხანდახან შენი მიზანტროპული ხასიათი, რომელიც ძირითად შემთხვევაში უცვლელი რჩება, დროგამოშვებით უკან იხევს და სახეს იცვლის გარე სამყაროს მიმართ.

იცვლება და ხდება აგრესიული: შენი ცხოვრების, ოჯახის წევრების, მეგობარი ბიჭის, მეგობრების და აბსოლიტურად  ყველა სულიერის მიმართ....

ჩემი კვდომა დიდი ხნის წინ დაიწყო, მაშინ როდესაც ვერ ვაანალიზებდი, რას ნიშნავდა სულიერი განდგომა ხორცისგან. და ხორცისა და სულის განცალკევება, (პრინციპში ეს ერთიდაიგივე რამაა) სულის ამაღლება და ხორცის ხრწნა... ნელნელა ვყროლდები და სულის ამაღლებას კი ვერ ვგრძნობ...... ფესვიანად ამომგლიჯეს და ხრიოკ მიწაზე დამაგდეს სადაც წვეთ წყალს ვერ ვიპოვი... სულიერების განცდის სურვილი მძლევს და ვერ ვწვდები... აქაც მარტო ვარ, ჩემი სიმარტოვე მხოლოდ ჩემი შინაგანი თავდაცვითი გრძნობაა, რომელიც საკვებს მაძლევს იმისთვის რომ ვიცხოვრო ისე როგორც მკვდები ცხოვრობენ.

ხანდახან, როცა ვნება მომეძალება, მარტოსულ ორგიებს ვაწყობ, გრძნობათა ორგიებს, რომლებიც ერთმანეთში იზილება, აქ სიძულვილი შედის სიყვარულის საშოში, აქ ემოცია ჟიმავს მელანქოლიას, აქ ყველა ერთად ძოვს, აქ ნირვანაა...


იქნებ და ის ვაშლი სულაც არ იყო ვაშლი...