Friday, October 5, 2012

Silence make me feel alone...

ხმა ამოუღებლად ვზივარ ოთახში და ფიქრები მახრჩობს. ხანდახან ადამიანს მხოლოდ მუსიკა სჭირდება გადასარჩენად, მაგრამ ახლა არც ეს არ მაქვს, ამიტომ ვზივარ ჩემს ოთახში და გონებაში ვიხსენებ ძველ მელოდიებს რომ გადავრჩე. ეს მელოდია ზუსტად ესეთია http://www.youtube.com/watch?v=EqWEkam9H4w რომელსაც გადარჩენამდე კი არა სიკვდილამდე მივყავარ... მახსენებს ყველაფერს და თან არაფრის მელოდიაა... 

მეორე მუსიკა რომელიც ჩემს გონებას არასდროს დაავიწყდება ესაა:  Cat Power- ამ ქალის ხმა ჩემი წარსულის ქავერია... http://www.youtube.com/watch?v=uEApf_FT25M ... ბევრი ამბობს რომ წარსულიდან მხოლოდ ფოტოები რჩება და მოგონებები ქრება. მაგრამ ჩემთვის პირველ რიგში მუსიკა რჩება რომელიც მოგონებებს მახსენებს და სადღაც, სადაც გულის ადგილი უნდა იყოს წესით მტკივა.

მუსიკა მესამე: სადაც ყველაფერი გვახსოვს რაც გაზაფხულს მოაქვს მაგრამ ვერასდროს ვერ ვიბრუნებთ... ერთს უწერია ამ სიმღერის მოსმენის დროს... "I was standing in the room with a broken heart, looking out the window at the sunshine breaking through the branches od trees, and my brother suddenly put on this song...and for no reason at all, tears started falling like 10 seconds into the song. Will never forget that. Too much beauty, Mr. Waits...   "  

ეს სიმღერა ჩემი ამჟამინდელი მდგომარეობის ანარეკლია. ირონიულად როცა გეგიღმება შენს თავზე და დაცინი ყველაფერს რაც სარკეში ჩანს იმიტომ რომ სხვა არაფერი აღარ შეგიძლია: ...  http://www.youtube.com/watch?v=1a1UoljLWrY ამ მუსიკით ის პერიოდი ბრუნდება მაღაზიაში პროდუქტის ყიდვის დროს რომ ისტერიული ტირილი გეწყება, კუთხეში დგახარ არავინ რომ არ დაგინახოს და ჩუმად იწმენდ ცრემლებს ტრიალდები და იდიოტივით იღმები. "ანდროს პერიოდს" ვეძახი ხოლმე ესეთ მომენტებს...

მინდორი და ერთ დიდი ხე რომელთანაც ძალიან ბევრი რამე მაკავშირებს... http://www.youtube.com/watch?v=5YXVMCHG-Nk&list=FLzBa9FjaWdL2OFlCQvCzrQg&index=758&feature=plpp_video
კიდევ ბევრი მელოდიაა რომელიც ესე გონებით შემიძლია მოვისმინო საკუთარ თავში მაგრამ ეხლა სიჩუმეა ჩემს ოთახში და ვერც გონება ვეღარ ძლებს და ვეღარც ვერაფერზე ვფიქრობ... არ მინდა გაქრე.



Thursday, August 30, 2012

GATANGULEBI - It is enough


:/

Thursday, June 14, 2012

რთული თანწყობილი წინადადება

როცა არ იცი უკვე რა ხდება... როცა გინდა, რომ შეიწოვო დღე და შემდეგ გულის არევის მაგივრად ღრუბელივით ჩაწურო უნიტაზში. ეს ხომ უკვე იყო, და როგორც წარსული ზუსტად ისე დაფარა მტვერმა და ალბათ აღარ უნდა გაეპრიალებინათ როგორც ძველ ავეჯს ასუფთავებენ ხოლმე. რადგან რაც არ უნდა კარგად აპრიალო ის მაინც ძველია და იმედს გაგიცრუებს, იმიტომ რომ მალე გატყდება, რაც არ უნდა მოგწონდეს და გიყვარდეს განადგურდება და მერე ძალიან დაგწყდება გული. შეეშვი. დატოვე მტვრიანი. აკაციის გამხმარი ფოთლებით დაფარული შავი მაგიდა პატარა უჯრებით. ხანდახან კი როცა ნოსტალგია შემოგაწვება უბრალოდ დახედე. ვარდისფერი ლაქები მკერდზე,წითელი ფულის შემოსვლას გავს, რომელიც ესე მალე გავრცელდა და მერე უცებ განადგურდა. პირველად ვზივარ ესე ჩემს აივანზე. თეთრი კატა ფეხებთან მიწევს და ალუბლის წვენს ვსვამ. ნიავი არ იძვრის. Max Richter -ის Sarajevo - მართლა უხდება ამ ღამეს. ვიღაცა ამოდის კიბეზე.. აქ აზრადაც არ მომსვლია არასდროს ამის უკან დაბრუნება. ეხლა კი მგონია დავიხრჩობი ეს რომ არ გავაკეთო.

Friday, February 24, 2012

დღეობა


მიზანტროპული გამონათებები...
თხრობის არადამაჯერებელი კილო...
გადაჯიშებული თანამედროვეობა და სამუდამოდ დაკარგული თავისუფლება
სისხლში უკვე დიდი დოზით იგრძნობა მიწა
სახანძრო იწვის,
წყალი არ არის.

ამ დილასაც სიგარეტის კვამლში ჩაფლული ჩემი ტანსაცმელი ჩავიცვი და სითბოდაკარგულ მზეს შევეშვირე.
ჩემი ოთახის აბსტრაქტულობა პირდაპირ ტვინში მირტყამს, ახუნძლული ნახატები და ფოტოები კედლების ცრემლნარევ უფერულობას ფარავენ. სამი წერტილი ერტყობა ძალიან მიყვარს, ეს გაურკვეველი მდგომარეობაც მხიბლავს და ეს ჩემი აბსტრაქტული ოთახის არასტანდარტული სიტუაციაც. ხანდახან მინდა რომ უბრალოდ ავდგე და თმა ბრიტვით ისე გადავიპარსო რომ თავის ქალიდან სისხლი მდიოდეს. არეულია დღეები. შეიძლება მე დღეს დავიბადე. სამკუთხედი კი ყველაზე მარტოსული გეომეტრიული ფიგურაა. განსაკუთრებით ის ზედა კუთხე, ვითომ რომ მიზნისკენ მიიწევს და ამ დროს შინაგანად ყველაზე დეპრესიულია. ჩემი არეული წერის მანერა, ვერასდროს ვერ ვისწავლი აზრების გადაბმას. ჩემი ჩუმი დღე 3 საათში გავა, არ მინდა ვთქვა რომ მარტო ვარ, არ მინდა რომ ამაზე ვიწუწუნო, რადგან მთელი ჩემი ცხოვრება ვამტკიცებდი რომ მარტოობაშია შინაგან სიმშვიდე და კარგად ყოფნა და რომ მეორე ნახევარი არ არის ბედნიერება. არც მეგობრები არ არის ბედნიერება, არც მშობლები და ალბათ არც შვილი... და საერთოდ სად არის ბედნიერება. გინახავთ სადმე??

Thursday, February 2, 2012

I'm Going In


I'm going in
I like to see you from a distance
And just barely believe
And think that
Even lost and blind
I still invented love

Agnes Obel - Riverside (official)

Friday, January 20, 2012

ყველაფერი კარგადაა შენ უკვე მკვდარი ხარ

გვიან ღამით, როცა ზოსიმე იღვიძებს ხოლმე გარეთ ძაღლი ყმუის, ზოსიმეს ძაღლი მგლის შვილია და სულ ტყისკენ გაურბის თვალი, მგლები კლდის თავზე ადიან და დაბმულ ძაღლს დასტირიან, რომელიც მათთვის ფინიას ნაშიერია და მათ მოძულე მტერთან ცხოვრობს.
ზოსიმე, როგორც ყოველთვის ლოგინიდან დილის 5 საათზე დგება, იცმევს, არაყს გადაკრავს და სანადირო თოფით ხელში გარეთ გამოდის. სადგომში ცხენს კაზმავს, ძველი უნაგირი აქვს წინაპრების ნაქონი. უკვე ამომძვრალი ვერცხლის სარჭეების ნაკვალევიღა რომ აქვს შერჩენილი...  ზოსიმეც ძველ ადამიანს გავს, ნიანდერტანელის გამომეტყველებით, გაბურძგნული თმით და წვერით, გლეხი კაცის უხეში ხელებით და ჩამოკონკილი ტანსაცმლით. განმარტოებით ცხოვრება მაშინ გადაწყვიტა, როცა  მისი ოჯახი ზვავმა ჩაიტანა, თვითონ სანადიროდ იყო წასული და როცა დაბრუნდა მისი სახლის ადგილას თეთრი სიკვდილი დახვდა. იმის შემდეგ იშვიათად ლაპარაკობს, ისიც მარტო თავისთვის... დღეს ზოსიმე ქალაქში აპირებდა წასვლას და ზამთრისთვის სანოვაგის ყიდვას, უცებ ცხენმა ფრუტუნი დაიწყო, მერე გაშეშდა და მისი სუნთქვის ხმაც აღარ ისმოდა, ზოსიმე დაიძაბა. ნაბიჯის გადადგმა დააპირა და ზურგს უკან ხმელი ფოთლების შრიალი იგრძნო. მკვდარი ლეშის და ტყის სუნი ერთმანეთში ირეოდა.  სწრაფად შემოტრიალდა , და  მის წინ მგლის ხროვა იდგა. თოფი მოიმარჯვა უნდოდა გადაეტენა, მაგრამ ჩახმახი ჩაიჭედა, ოფლმა დაუცვარა სახე და ზურგი. თოფი გადააგდო და გვერდით თივაში ჩაგდებულ ცელს ეცა.  მგლის ხროვიდან ყველაზე დიდი ნაცრისფერი მგელი წამოვიდა წინ და ზოსიმეს რეაქციაც მყისიერი იყო. მაგრამ მხოლოდ წინა ორი ფეხი მოკვეთა გაშმაგებული აბსურდულად ატრიალებდა ცელს, უკვე მხოლოდ თავის გადარჩენაზე ფიქრობდა. ერთ მოქნევაზე ცელი ცხენსაც მოხვდა კისერში და სისხლი ღვარად წამოვიდა, თავლას წითელი სიკვდილი ესტუმრა,   გარეთ ეზოში დაბმული ძაღლი ყმუოდა, თავლაში სამი დახოცილი მგელი ეგდო, თივაზე კი ზოსიმეს დაფლეთილ სხეულს ორი მგელი ჯიჯგნიდა...