Monday, July 11, 2011

16 წლით ადერე დაწერილი წერილი

POUR LA PETITE DUDANNA!
შენ ჯერ არც კი დაბადებულხარ... ამ წერილის დაწერიდან ზუსტად ერთ დღეში მოევლინები ჩვენს სამყაროს. ისე რა სამწუხაროა საქართველოში, რომ იბადები და არა მაგალითად საფრანგეთის რომელიმე ულამაზესს ქალაქში... ჯერ კიდევ ანოს მუცელში ზიხარ და ვერც კი მოდიხარ აზრზე წინ რა გელოდება :) , მოგკიდებენ თავზე ხელს და გამოგათრევენ მაგ კომფორტული ზონიდან სადაც ცხრა თვე იჯექი. : -)
მოკლედ ამ წერილის ადრესატი მხოლოდ შენ ხარ, ჯერ კიდევ არსებულო და თან არარსებულო პატარა. რა სასაცილოა თავი მძინარა მზეთუნახავის მულტფილმში მგონია სადაც ერთ-ერთი პატარა ფერიის როლს ვთამაშობ, სადაც ბოროტი ჯადოქარი უბრალოდ არც კი არსებობს. მინდა რომ ჯადოსნური მტვერით ისეთი რაღაცეები დაგაყარო რაც სხვებში გამოგარჩევს და რაც ცხოვრებისგან ტკბობას გასწავლის. მინდა, რომ გვქონდეს ისეთი ურთიერთობა როგორიც განსაკუთრებულ მეგობრებს აქვთ. დეიდა არასდროს არ დამიძახო, რაღაც ძალიან უხეშად ჩამესმა ეს სიტყვა, ჯერ კიდევ პატარა ვარ სამაგისოდ. ეხლაც ამას, რომ გწერ მესიჯი მომდის ჩემი შეყვრებულისგან სადაც სიყვარულს მიხსნის, დღეს საღამოს კი ფრანგულის გამოცდა მაქვს ჩასაბარებელი და წინ დედაშენის ნათხოვარი ფრანგულის წიგნები მიწყვია.
ისე ველოდები შენს გაცნობას ვერც კი წარმოიდგენ "My little fairy tale friend"

0 comments:

Post a Comment