Friday, July 22, 2011

ის ისე ახლოსაა, რომ ფოკუსს ვეღარ ვასწორებ.


დედა ლექსი მინდა დავწერო, სანამ წავალ... სად არის ჩემი შავი სათვალე, რომელიც მფარავს. ჩემი შავი გიპიურის საცვლები და სამგლოვიარო ხელთათმანები. გინდა რომ დამიმალო, ამბობ რომ გლოვა მორჩა, დამიბრუნე!

მე ჯერ ვერ ვიბრუნებ ჩემ თავს. გამიშვით რომ ვიპოვო და დავაპურო. ის ისეთი მშიერია. ჯერ პურიც კი არ აქვს გასინჯული დამბალ ღვინოში, არც კი იცის როგორი გემრიელია. გამიშვი გთხოვ მინდა რომ გავიცნო, ის ისეთი უმწეოა უჩემოდ ვერ გაძლებს. მე მოვუვლიდი და გავზრდიდი.

შენ ვერ გრძნობ დაღუპვას, რომელიც ესე ახლოა, ყველაფერი შავდება ჩემს ირგვლივ. კატებს ვეძებ, რომ თვალები დავთხარო. ჩემი განწყობა გულს მირევს, როგორ ვეძებო სხვა როცა არ ვიცი, მეთვითონ არ ვიცი სად ვარ.

0 comments:

Post a Comment