მგონია რომ უკვე დიდი ხანია დავკარგე ჩემი მე, ის რაც მამოძრავებდა და ის რითაც ყოველღამე ვიკვებებოდი როცა ჩემ თავთან მარტო ვრჩებოდი. დიდი ხანია რაც აღარ დავწოლილვარ ჩემი ოთახის იატაკზე და დიდი ხანია არ შემიხედავს ქვემოდან ზემოთ საგნებისკენ, კედლებისკენ, ფანჯრებისკენ, მაშინ ყველაზე პატარა არსებად ვგრძნობდი თავს. არადა ვიცი უკვე დიდი ხანია ვიცი რომ წარსული შენს მეხსიერებაში მხოლოდ ორი სამი წამით მოდის და მალევე ქრება.
მკვდარი სულების სამყაროში თავს ვიტკიებ და ვხვდები, რომ დრო გადის, უმოწყალოდ მიედეინება და ასკდება სხეულის ყოველ ნაოჭს.
გუშინ მოვიდა, სულ ცარიელი და ცრემლი მთხოვა, მე აღარ მქონდა აღარც ცრემლი და აღარც ნაოჭი სახის ფორებში, მომინდა კვდომა, დანაპირების არ ასრულება Les Jolies Choses.
შემოგარენში დევს ბუდა, მირონიანი ხატსახე და ჩემი დაკარგული ჯვარი, მოვიხსენი ყელიდან და აორთქლდა როგორც ნაწვიმარი.
დამწვეს სიზმარში ჩემი სხეული ხაოდა უაზროდ, სიცხე თვალის გარსს იწოვდა, როგორც ღრუბელი წყალს და მე ვხმებოდი აალებული კანი ფერფლად ედებოდა გარშემო ყველაფერს. კრემატორიუმში დაწვისას გვამსაც კი აქვს იმპულსები იმისა რომ შეიგრძნოს ტკივილი, მე კი მეგონა რომ სიკვდილის მერე ტკივილს ვეღარავინ მომაყენებდა, თურმე ვცდებოდი.
არ მესმის როგორ უნდა დავივიწყო ის შეგრძნებები რაც კარგად ან ცუდად მხდიდა მთელი ცხოვრების მანძილზე, როგორ უნდა ამოვიგდო თავიდან მეგობრის სიკვდილი, ქვაფენილზე დასხმული თავისქალიდან ამონთხეული სისხლი, მახსოვს ფეხები წამერთვა როცა დავინახე, მთლიანად ვკანკალებდი და ადგილიდან ვერ ვიძვროდი, როგორ უნდა დამავიწყდეს მიხაილოვის საავადმყოფოში მოსული დედამისის ხავილი, ეხლაც ჩამესმის ყურში : ”ბავშვებო მითხარით რომ ანდრო ცოცხალია” ყველა ჩუმად იყო ხმას ვერავინ ვერ იღებდა და ბოლო წუთამდე მჯეროდა რომ ცოცხალი იყო, მაგრამ ვიცოდი სასწრაფოში გადაყვანისას უკვე ის იქ აღარ იყო, ისე აორთქლდა, როგორც ჩემი დაკარგული წითელი ჯვარი, რომელიც დღემდე მტკივა... მერე პანაშვიდები ლამაზი გრძელი გაშავებული თითები, მაშინ პირველად ვაკოცე მიცვალებულს შუბლზე და პირველად მოვკიდე ანდროს ცხედარს ხელი. როგორ უნდა ამოვიგდო თავიდან Bob dylanis - blowin in the wind რომელიც ანდროს პანაშვიდებზე იყო ჩართული, ეს მუსიკა ცხოვრების ბოლომდე ერთ ადამიანს გამახსენებს, ოღონდ არა ცოცხალს.