კემპინგიდან ვბრუნდებოდით ველოსიპედებით, ტყიდან ირემი გადმოგვიხტა გზა გადაკვეთა და ისევ გაუჩინარდა. მე ის ვნახე და ჩემზე ბედნიერი იმ წამს არავინ იყო, მაგრამ ფოტოს გადაღება მაინც ვერ მოვასწარი...
რამოდენიმე დღის შემდეგ კი როცა აბაზანიდან ახალი გამოსული ფანჯრის წინ თმებს ვიშრობდი, თვალები კინაღამ გადმომცვივდა. კოლეჯის ეზოში ორი შველი გამოვიდა დიდი ბუჩქებიდან, აქეთ- იქით დახტოდნენ და თავი ზღაპარში მეგონა. არ ვიცი საიდან მოვიდნენ, მაგრამ ალბათ რაც ყველაზე ძალიან გინდა ის ყოველთვის ხდება... მეგონა იმისთვის გამოჩნდნენ რომ მე დამენახა და მერე ისევ გაქრნენ.
Thursday, July 10, 2014
Friday, May 9, 2014
დანია
დანია ზღაპრებში მოგზაურობას გავს . . .აქ თითქოს ყველა ''ბედნიერია'' და ცივი ზამთრის შემდეგ ყველა ფხიზლდება.
ჰელსინგორიდან (ქალაქი სადაც მე ვცხოვრობ) კოპენჰაგენამდე მატარებლით 57 წუთი უნდა იმგზავრო და მეთელი ნახევარი გზა ტყეში გადიხარ.
დანიელები იძახიან თუ გაგიმართლა და ფანჯარაში ყურადღებით გაიხედავ შეიძლება ირმები დაინახოო. ყოველი ჩემი კოპენჰაგენიში ჩასვლა მატარებლის ფანჯარასთან მიწეპებას ნიშნავს, იმის იმედით რომ ირმებს ვნახავ.
Subscribe to:
Posts (Atom)