სხვანაირი წელი იყო წელს, საშინლად სევდიანი და ნახევრად ბედნიერი, ისეთი ბედნიერების შეგრძნება რომ ყოველთვის უკანა ფონზე გრჩება. ჩემი ერთ მეგობრის სიტყვები მახსენდება ესეთ დროს: "ყველაფერი სევდიანი ნინუცა, საერთოდ ყველაფერი"....
სამი წლის მერე ისევ ვნახე მარილიანი წყალი, თეთრი ქაფი და ჰორტენზიების დიდ ბუჩქებში ჩემს თავს ვეძებდი...
უჯრის გაღებისას "კორვალოლის" ტაბლეტის სუნი ტრიალდება ოთახში და ცოტა ვმშვიდდები. წამლები ყოველთვის ჩემს გვერდით იდგნენ...
მახსოვს ერთი პერიოდი კატაბალახას ფესვებიც მეკიდა ლოგინის თავზე მშვიდი ძილისთვის.
აღარასოდეს არ მოხდება რაც იყო ან ყოველთვის შეიძლება განმეორდეს რაც იქნება. აბსურდს ხანდახან სწორ აზრამდეც მივყავართ.
ეს კვირა გრძელი დატირება იყო. შავებში გახვეული სანათესავო და გოდება.
ჩემი წარსულიდან ალბათ ვერასდროს გამოვალ.
მე იქ ვცხოვრობდი.