როცა არ იცი უკვე რა ხდება... როცა გინდა, რომ შეიწოვო დღე და შემდეგ გულის არევის მაგივრად ღრუბელივით ჩაწურო უნიტაზში.
ეს ხომ უკვე იყო, და როგორც წარსული ზუსტად ისე დაფარა მტვერმა და ალბათ აღარ უნდა გაეპრიალებინათ როგორც ძველ ავეჯს ასუფთავებენ ხოლმე. რადგან რაც არ უნდა კარგად აპრიალო ის მაინც ძველია და იმედს გაგიცრუებს, იმიტომ რომ მალე გატყდება, რაც არ უნდა მოგწონდეს და გიყვარდეს განადგურდება და მერე ძალიან დაგწყდება გული. შეეშვი. დატოვე მტვრიანი. აკაციის გამხმარი ფოთლებით დაფარული შავი მაგიდა პატარა უჯრებით. ხანდახან კი როცა ნოსტალგია შემოგაწვება უბრალოდ დახედე.
ვარდისფერი ლაქები მკერდზე,წითელი ფულის შემოსვლას გავს, რომელიც ესე მალე გავრცელდა და მერე უცებ განადგურდა.
პირველად ვზივარ ესე ჩემს აივანზე. თეთრი კატა ფეხებთან მიწევს და ალუბლის წვენს ვსვამ. ნიავი არ იძვრის. Max Richter -ის Sarajevo - მართლა უხდება ამ ღამეს. ვიღაცა ამოდის კიბეზე..
აქ
აზრადაც არ მომსვლია არასდროს ამის უკან დაბრუნება. ეხლა კი მგონია დავიხრჩობი ეს რომ არ გავაკეთო.
Thursday, June 14, 2012
Subscribe to:
Posts (Atom)