Thursday, December 5, 2019

მკვდარი სივრცეების სიწმინდე

ცხოვრება რუტინაა სადაც ყველაფერი მეორდება და ალბათ ამ წრესაც თავისი მაგიური დატვირთვა აქვს.  (ეს ისე ხუმრობით თორე მაგია რა მოსატანია აქ)

შენი სხეულიც წრეებად არის აგებული და შენი ნაწლავების დაგრეხილი ფორმის დახმარებით, გამოდის განავალი შენი ორგანიზმიდან.
ახალი საკვების მიღების შემდეგ ისევ მეორდება წრე და ორგანიზმი თავიდან იწყებს მის გადამუშავებას, აი მაგალითად:
პირის ღრუში შემვალი საკვები იღეჭება კბილებით (თუ რა თქმა უნდა ჯერ კიდევ გაქვთ) ჩაედინება შენს საყლაპავ მილში, გაივლის კუჭს, წვრილ და მსხვილ ნაწლავს, ნაღვლის ბუშტისა და კუჭქვეშა ჯირკვლის მონაწილეობით სასარგებლო გადამუშავებული ნივთიერებები შეიწოვება, უვარგისი საკვების ნარჩენი მასა  გადავა სწორ ნაწლავში და  ორგანიზმიდან ანალური ხვრელის საშუალებით გამოიდევნება.

ასე გრძელდება მუდმივად სანამ შენში არ იჩენს რაიმე სახის ჯანმრთელობის პრობლემა და არ გამოიწვევს ნაჩენი საკვების დაგუბებას  ორგანიზმში ან არ მოკვდები.

THE END.

Friday, July 15, 2016

სიზმარი

გინახავთ ნელი ელვა - ჭექაქუხილი?? ნელ-ნელა რომ მიიკლაკნება ცაზე და ვარსკვლავებს აერთებს თავისი წვრილი კანტიტთ ერთმანეთთან. მეგონა ვიღაცა მზის სხივის კალმით ცაზე თანავარსკვლავედს ხატავდა, ფორმები გამოჰყავდა და ამით ერთობოდა. 

Thursday, July 10, 2014

ირმები

კემპინგიდან ვბრუნდებოდით ველოსიპედებით, ტყიდან ირემი გადმოგვიხტა გზა გადაკვეთა და ისევ გაუჩინარდა. მე ის ვნახე და ჩემზე ბედნიერი იმ წამს არავინ  იყო, მაგრამ ფოტოს გადაღება მაინც ვერ მოვასწარი...

რამოდენიმე დღის შემდეგ კი როცა აბაზანიდან ახალი გამოსული ფანჯრის წინ თმებს ვიშრობდი, თვალები კინაღამ გადმომცვივდა. კოლეჯის ეზოში ორი შველი გამოვიდა დიდი ბუჩქებიდან, აქეთ- იქით დახტოდნენ და თავი ზღაპარში მეგონა. არ ვიცი საიდან მოვიდნენ,  მაგრამ ალბათ რაც ყველაზე ძალიან გინდა ის ყოველთვის ხდება... მეგონა იმისთვის გამოჩნდნენ რომ მე დამენახა და მერე ისევ გაქრნენ.


Friday, May 9, 2014

Song To The Siren

 
 
 
 

დანია




დანია ზღაპრებში მოგზაურობას გავს . . .

აქ თითქოს ყველა ''ბედნიერია'' და ცივი ზამთრის შემდეგ ყველა ფხიზლდება.


ჰელსინგორიდან (ქალაქი სადაც მე ვცხოვრობ) კოპენჰაგენამდე მატარებლით 57 წუთი უნდა იმგზავრო და მეთელი ნახევარი გზა ტყეში გადიხარ.
დანიელები იძახიან თუ გაგიმართლა და ფანჯარაში ყურადღებით გაიხედავ შეიძლება ირმები დაინახოო. ყოველი ჩემი კოპენჰაგენიში ჩასვლა მატარებლის ფანჯარასთან მიწეპებას ნიშნავს, იმის იმედით რომ ირმებს ვნახავ.













Sunday, August 4, 2013

12 თვე და 3 კვირა

სხვანაირი წელი იყო წელს, საშინლად სევდიანი და ნახევრად ბედნიერი, ისეთი ბედნიერების შეგრძნება რომ ყოველთვის უკანა ფონზე გრჩება. ჩემი ერთ მეგობრის სიტყვები მახსენდება ესეთ დროს: "ყველაფერი სევდიანი ნინუცა, საერთოდ ყველაფერი"....

სამი წლის მერე ისევ  ვნახე მარილიანი წყალი, თეთრი ქაფი და ჰორტენზიების დიდ ბუჩქებში ჩემს თავს ვეძებდი... 

უჯრის გაღებისას "კორვალოლის" ტაბლეტის სუნი ტრიალდება ოთახში და ცოტა ვმშვიდდები. წამლები ყოველთვის ჩემს გვერდით იდგნენ...
მახსოვს ერთი პერიოდი კატაბალახას ფესვებიც მეკიდა ლოგინის თავზე მშვიდი ძილისთვის.

აღარასოდეს არ მოხდება რაც იყო ან  ყოველთვის შეიძლება განმეორდეს რაც იქნება. აბსურდს ხანდახან სწორ აზრამდეც მივყავართ. 
ეს კვირა გრძელი დატირება იყო. შავებში გახვეული სანათესავო და გოდება. 

ჩემი წარსულიდან  ალბათ ვერასდროს  გამოვალ. 
მე იქ ვცხოვრობდი.

Friday, May 10, 2013

დღე

საკითხი შემაჯამებელი ოქმი 10 მაისს 17 საათზე და გისოსებს მიღმა  მოქუფრული ცა.
თითქოს ციხეში ვარ.
დარწმუნებული ვარ ჩემ რამდენიმე ნაცნობს უკვე ყელში აქვს ამოსული ჩემი წუწუნი ჩემი სამსახურის შესახებ და მე მაინც ვიწუწუნებ, ადგნენ და არ მისმინონ....
ყოველიდღის ერთფეროვნება, დიდი რკინის კარის შეღების შემდეგ დაცვასთან მისალმება, საშვით შემოსვლა და გრძელი დერეფანის გამოვლა, დერეფნის ბოლოს სულ ბოლო ოთახში სამნი ვხსედვართ. მაგიდის მარცხენა მხარეს გაკრული ტელევიზიების განრიგი, დაყრილი ნივთები, კოინდარით სავსე ქოთანი.

მაგიდა ოთახიდან ამოვარდნილ სხვა განზომილებას უფრო გავს.
დროებით მაინც ვახერხებ და ვწყდები აქაურობას როცა ვკითხულობ.
სახლიდან მოტანილი წიგნებით მაქვს სავსე თარო და როცა ვუყურებ მეღიმება,
მე აქ არ ვარ.

გუშინწინ მეტროში ერთი გოგო გამოვარჩიე, იჯდა ვაგონში თავისთვის, უცნაური ჩაცმულობით ყველას თვალში ეცემოდა. იჯდა და ჯეიმს ჯოისის დუბლინელებს კითხულობდა ორიგინალში. წითელი მოკლედ შეჭრილი თმა და წითელად შეღებილი მოკუმული ტუჩები, სათვალეები, წითელი ლაქი ფრჩხილებზე, აჟურული კოლგოტი წითელი არშიებით და მოკლე შორტები, ისევე იყო კონტექსტიდან ამოვარდნილი, როგორც, ჩემი ოფისის ოთახში ჩემი სამუშაო მაგიდა.
რუსთაველის გაჩერებაზე ჩამოვედით ორივე, ესკალატორზე ზუსტად ჩემს წინ იდგა და და ჩუმად ვათვალიერებდი. ჩემი წარმოსახვით ოდნავ წვრილი, კაპასი ხმა უნდა ჰქონოდა, ცოტა გამაღიზიანებელიც, შეიძლება რადიკალფემინისტურადაც კი იყო. ორი ნაჭრის ჩანთა ქონდა მხარზე გადაკიდებული და ესკალატორზეც აგრძელებდა ჯოისის კითხვას, საშინლად მომინდა იმ წამს გამოლაპარაკება და ლაპარაკი ჯოისზე, მაგრამ თავი შევიკავე, ბოლო მომენტამდე სულ ესეა ხოლმე, (გინდა რომ გადადგა ნაბიჯი და მერე უკან იხევ)  
მეტროდან გამოსვლისას ვიფიქრე უკან გავყვები, ალბათ რომელიმე ფემინისტურ ორგანიზაციაში მიდის თქო, მაგრამ სხვა მხარეს წავიდა და აქაც ჩემმა მარაზმატულმა გონებამ სახლში წამოსვლა არჩია... ის მარცხნივ წავიდა, მე მარჯვნივ.